დავით ბაქრაძე ჯონ მაკკეინზე - საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში, ეროვნულ კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდს დაესწრო.

დავით ბაქრაძის თქმით, საქართველო, კონგრესსა და სენატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი დაკარგა.

„დღეს საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ კონგრესში და სენატში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და არ არსებობდა არც ერთი წელი, როდესაც საუბარი არ იყო თავდაცვის დახმარებაზე, როდესაც საუბარი არ იყო საქართველოს უსაფრთხოებაზე. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ კონგრესს ისე მიეღო თავდაცვის აქტები, რომ ჯონ მაკკეინს არ მოეთხოვა ცვლილებების შეტანა და საქართველოსთვის დახმარების გაზრდა. ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური, ადამიანური, მორალურიც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, სამწუხაროდ მცირე დელეგაციით, აქ ვიყოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება სენატორ მაკკეინის მიმართ“,- დავით ბაქრაძე.

სენატორ ჯონ მაკკეინს დღეს კრძალავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა