არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესის, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობისა და მისი შექმნის წესი შეცვლას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი შექმნის წესი შეიცვალოს.

პარლამენტში წარდგენილია ორი ინიციატივა, მათ შორის ერთი - მოქალაქეების ლაშა ტუღუშის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ნათია კუპრაშვილის და ზვიად ქორიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესში, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის და მისი შექმნის წესში, ხოლო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საპროკურორო საბჭოს შექმნის წესში ცვლილების შეტანას.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურას სერიოზული ცვლილებები სჭირდება. ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს ეფექტური ორგანო, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული უნდა იყოს პროკურატურა. ასევე ვფიქრობთ, რომ პროკურორები არ უნდა დომინირებდნენ, რადგან ვფიქრობთ, რომ არის საფრთხე, პროკურატურა წავიდეს კლანური ფორმირების გზით. ეს არ არის დასაშვები და აქედან გამომდინარე სანამ დროა, უნდა მივიღოთ დაბალანსებული კანონპროექტი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკითხები დღეს წინადადებების სახით იქნა მოსმენილი და მისი განხილვა გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა