წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება 11:00 სათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ წნორისა და სოფლების: ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ფანიანის, ძველი ანაგის, ხირსისა და ხორნაბუჯის 8000 აბონენტს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა