გიორგი ფოფხაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აგდებენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ და რომლებზეც დგას ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აგდებენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ და რომლებზეც დგას ტელევიზია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტის განცხადებით, მაუწყებელში რეალური ცვლილებები დაიწყება მაშინ, როდესაც საკადრო ცვლილებები არხის ხელმძღვანელობას შეეხება.

„მენეჯმენტი და ბორდია გასაყრელი და ესენი უშვებენ ტექნიკურ მხარეს, ოპერატორებს, ვისაც 300 ლარად „აპახავებენ“. ესენი აგდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ და რომლებზეც ტელევიზია დგას. რა თქმა უნდა, სხვა თანამშრომლების მსგავსად, ვაპირებ სამართლებრივი პასუხი გავცე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს“, - აღნიშნა გიორგი ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს