სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე განათლების სამინისტრო დასკვნას სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე განათლების სამინისტრო დასკვნას სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომელმაც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით დაწყებულ შესწავლაზე კომენტარი გააკეთა.

მინისტრის თქმით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს რეაგირება მკაცრი იქნება, რადგან ბავშვების სახელმძღვანელოებზეა საუბარი. შესწავლის პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.

"სექტებრის ბოლოს ველოდებით საბოლოო დასკვნას, რადგან გამომცემლობებიდან, სახელმძღვანელოების ავტორებიდან კიდევ შემოდის წერილები. ამიტომ, რადგანაც ისინი აგრძელებენ ასეთი მასალების მოწოდებას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე წარმოვადგენთ დასკვნას, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ დარღვევაზე, შეცდომაზე, რომელიც ამ პროცესში იყო დაშვებული. მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი ისე უნდა გამოვასწოროთ, მომავალში ასეთ სასწრაფო რეჟიმში არ მოგვიწიოს მუშაობა და განახლებული სახელმძღვანელოები ჰქონდეთ ბავშვებს. ამიტომ, დასკვნა იქნება ძალიან ობიექტური, გამჭვირვალე და გვექნება შედეგები. თუ ამ პროცესში კონკრეტული პირები გამოიკვეთება და გარკვეული ხარვეზები გამოვლინდება, შესაბამის ორგანოებში იქნება წარდგენილი. სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას - ყველა იმ ხარვეზებზე, რაზეც იყო საუბარი, კონკრეტული დასკვნა იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა დაველოდოთ საბოლოო დასკვნას და სამინისტროს ზომები და ნაბიჯები იქნება უმკაცრესი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა