მერაბ რატიშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართება

7 სექტემბერს, მწერალთა სახლში ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრის, მწერალ მერაბ რატიშვილის ახალი რომანის, „იარა“ პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წიგნის პრეზენტაცია პრეზე 18:00 საათზე გაიმართება.

მერაბ რატიშვილმა ლიტერატურული საქმიანობა რუსთავის საპყრობილეში დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ციხიდანვე (2011-2012) გამოსცა რომანები: „ჯუღა“, „ილიადა“, „თეთრი ლამა“, „დაკარგული ფურცლები“, ლექსების და მოთხრობების კრებული „ოდესღაც“. რომანები „ბედის მწერლები“ და „იარა“ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა