სერგი კაპანაძე - გვაქვს წინადადება, საქართველოში რუსული პროპაგანდა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს და იყოს ფრთებშეჭრილი

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, რუსული პროპაგანდის შეზღუდვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

კაპანაძის თქმით, უახლოეს მომავალში „ევროპული საქართველო“ ცვლილებათა პაკეტს წარადგენს და დეპუტატი იმედს გამოთქვამს, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ყველაფერს სწორად მიუდგება.

ამასთან, როგორც კაპანაძე აცხადებს, საკითხზე უკვე დაწყებულია კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ინიციატივის მომზადებაში ისინიც იქნებიან ჩართული.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ე.წ. მედიაფორუმი, ანუ რუსი პროპაგანდისტების შეხვედრა მათ ქართველ კოლეგებთან. ეს ყველაფერი ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ამას უშვებს. მე მაქვს წინადადება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ წინადადებას ოფიციალურად გააჟღერებს, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში იყოს შეზღუდული. ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მოქმედებს მთელი გაქანებით, საქართველოში იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული. მე მაქვს იმედი, რომ ამას საღი აზრის ფარგლებში მიუდგებით და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. როგორც არასდროს, ისე არის დღეს გაძლიერებული რუსული ძალა, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში. აქაც, ამ დარბაზშიც სხედან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იმაზე აწყობენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ რუსეთში გადიან, პირდაპირ ხაზზე არიან მათთან და უნდათ, რომ ეს ქვეყანა დააბრუნონ რუსეთის კლანჭებში. მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში, რომელშიც სხვა პოლიტიკური ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას, იქნება ისეთი ტიპის პაკეტი მიღებული, რომელიც გაართულებს რუსული ფულის მოძრაობას და რუსული ძალის პროექციას საქართველოში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა