„მეღვინეობა ხარებასა“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კახეთში, ილიას ტბაზე, მოჭადრაკეებს - ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის მატჩი - „40 წლის შემდეგ“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მეღვინეობა ხარებადან“ აცნობეს, მაია ჩიბურდანიძემ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი ნონა გაფრინდაშვილისგან 40 წლის წინ, 1978 წელს გადაიბარა, შემდეგ კი კიდევ ოთხჯერ დაიცვა ტიტული. მათი ინფორმაციით, ილიას ტბაზე გამართული მატჩი, სწორედ 40 წლის წინანდელ მოვლენას მიეძღვნა.

„კახეთში ჩასულმა სტუმრებმა „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტული კომპლექსი გვირაბი მოინახულეს, სადაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. საჭადრაკო დღე ყვარლის გვირაბში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. ასევე გაფორმდა შეთანხმება ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძესა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის, რის მიხედვითაც 2018 წელს კომპანია ლიმიტირებულად ჩაასხამს სპეციალურად ნონა გაფრინდაშვილისთვის და მაია ჩიბურდანიძისადმი მიძღვნილ ეტიკეტირებულ ღვინოს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა