ადვოკატი - ექსპერტიზის პასუხების თანახმად, გიორგი ჭანტურიას არანაირი შემხებლობა არ აქვს გარდაცვლილ სამსონ ქუთათელაძესთან

ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული, რომ გიორგი ჭანტურიას არანაირი შემხებლობა არ აქვს გარდაცვლილ სამსონ ქუთათელაძესთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

ლექსო კობაიძის მტკიცებით, სწორედ იმის გამო, რომ საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიებას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ხდება მოწმეებზე ზეწოლა.

„ექსპერტიზის პასუხებით, ნათლად არის დაფიქსირებული, რომ გიორგი ჭანტურიას არანაირი შემხებლობა არ აქვს გარდაცვლილ ქუთათელაძესთან. კერძოდ, გიორგი ჭანტურიას ტანსაცმელზე დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასა არ აღმოჩნდა.

იმის გამო, რომ გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, ცდილობენ მოწმეებით გაამყარონ საქმე, რომლებიც არანაირ შემხებლობაში არ არიან. საქმეში ისეთ მოწმეს „გვიგდებენ“, რომელიც არ ფლობს რეალურ ინფორმაციას. ასეთი გახლავთ ზურაბ დოლიძე. მას ათქმევინებენ, რომ ინფორმაცია ჰქონდა, რომ ამ იარაღს ფლობდა გიორგი ჭანტურია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავაპროტესტებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე სასამართლო პროცესი 26 სექტემბერს არის დანიშნული.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი, ყოფილი დეპუტატი გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს