ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოადგილეებთან, მირონ ჩიგოგიძესთან და ჯანდრი უბირიასთან ერთად, სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ სხდომაზე 2018 წლის 6 თვის შედეგებზე და ვეტერანთა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, პროექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება.

„შეხვედრაზე სააღრიცხვო-ანალიტიკური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, მაია ბაღაშვილმა უწყების 6 თვის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.

ბიზნესის მართვის ჯგუფის დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსმა, ლელა კიკნაძემ.

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ბზიკაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტლის მშენებლობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორმა, ლევან ჯუღელმა ისაუბრა. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული,ან ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა სიებისა და ანკეტური მონაცემების დაზუსტება- ანალიზის სამუშაო ჯგუფის მოხსენება სააღრიცხვო-ანალიტიკური განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, ლალი ცერაძე გააკეთა“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაციების შემდეგ წარმოდგენილ პროექტებზე დისკუსია და მსჯელობა გაიმართა.

ვეტერანთა საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო, უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის, მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის გამო შეიქმნა. საბჭო დაკომპლექტებულია ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა