რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ცაგერში 800-მდე ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგება-წყალარინების შიდა სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ცაგერის წყალმომარაგების სათავე ნაგებობაზე, რომელიც მაღალმთიან მეწყრულ ზონაში მდებარეობს და 2014 წლიდან არ ფუნქციონირებდა.

ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.

პროექტის ფარგლებში 7 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაზიანებული და მოძველებული მილები ახლით ჩანაცვლდა. მოეწყო ხუთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ ჰაერგამშვებ სარქველს.

სამუშაოების დასრულების შედეგად ქალაქის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა. ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახი და 106 იურიდიულ აბონენტი წყალმომარაგებას სტაბილურად მიიღებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ცაგერის სერვის-ცენტრის ძალებით განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა