დონალდ ტრამპი - ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას

ქვეყნის შიგნით საჯარო უკმაყოფილების ფონზე, ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ს ლიდერის თქმით, „ირანში სრული არეულობაა და ირანის ხელისუფლება ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავს თუ როგორ გადარჩეს როგორც ქვეყანა“.

„როდესაც მე ხელისუფლებაში მოვედი საკითხი იდგა ისე თუ როდის დაიპყრობდა ირანი ახლო აღმოსავლეთს. ახლა კი საკითხი მათ გადარჩენაზე დგას. წელიწადნახევრისთვის ეს ძალიან დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დატოვების და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამავდროულად, ირანში ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გახშირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა