დავით ზალკალიანი - ახალგორში რუსული სკოლის გახსნა ფაქტობრივი ანექსია და ოკუპაციის გაგრძელებაა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ახალგორში რუსული სკოლის გახსნა ფაქტობრივი ანექსია და ოკუპაციის გაგრძელებაა.

მინისტრის შეფასებით, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქართული ენის აკრძალვა.

„ახალგორში რუსული სკოლის გახსნა არის ფაქტობრივი ანექსიის და ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის იმ უკანონო პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე მსგავსი ფაქტები გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქართული ენის აკრძალვა. ბუნებრივია, ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, რომელზეც მუდმივად ვასუბრობთ. მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა