გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციიდან აცნობეს, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსა და ევროპის სახალხო პარტიიის პრეზიდენტს ჯოზეფ დოლს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა, საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატები ინფორმირებულნი არიან.

„ჩვენს მოკავშირეებს ესმით ის არათანასწორი პირობები, რომელშიც 11 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიცია იმყოფება. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი თანაბარ გარემოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსება და მედია საშუალებებზე წვდომა. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა განვიხილეთ ქვეყნის დეოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეკავების საკითხებიც. ჩვენ მიზანია, დაჩქარდეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივ პოლიტიკას, მით უფრო, რომ 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ცვლილების პროცესი იწყება”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში ორი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძეს სხვადასხვა ფორმატში, რამდენიმე მნიშვნელოვაი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა