მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ იწყება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ათი კონცერტი გაიმართება. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა.

ფესტივალის დამაარსებელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძეა. მისი ჩანაფიქრი იყო, საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გაემართა, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის განმავლობაში, „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა