ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ყოფილი „მინისტრი“ - უკრაინული სპეცსამსახურები ტერაქტებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერების წინააღმდეგაც გეგმავდნენ

უკრაინული სპეცსამსახურები დონეცკში ტერაქტს არა მხოლოდ ზახარჩენკოს წინააღმდეგ გეგმავდნენ, მათ სამიზნეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებიც წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ანდრეი პინჩუკმა განაცხადა.

„ტერაქტების სერია იგეგმებოდა. მათ სამიზნეს მხოლოდ ზახარჩენკო არ წარმოადგენდა. მაგალითად, დონეცკში ხშირად ჩადიოდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერები. ზახარჩენკო ხვდებოდა მათ - სადილობდნენ, ვახშმობდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ზახარჩენკო ესმხვერპლა, სხვა მსხვილი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც უნდა ამოქმედებულიყო. ისინი ელოდებოდნენ, როდის გამოჩნდება იქ ზახარჩენკო რომელიმე ამ პოლიტიკოსთან ერთად“, - განაცხადა პინჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო 31 აგვისტოს მოკლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა