დავით ბაქრაძემ ბრიუსელში იოჰანეს ჰანთან და ურმას პაეტთან შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი ევროპარლამენტარ ურმას პაეტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ევროპაში რეალური გახდება და ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც.

დავით ბაქრაძის შეფასებით, ამ იდეის განხორციელება ნიშნავს ლეგალურ სტატუსს, კანონიერ მუშაობას და მეტ ხელფასს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ურმას პაეტის განცხადებით კი, მას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა დავით ბაქრაძესთან“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვისაუბრეთ საქართველოს შესახებ, მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. ეს ძალიან ძლიერი და ჰუმანური იდეაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპის შრომით ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც“,- განაცხადა პაეტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა