სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში განაგრძნობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით, დღეს შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასეთი შეხვედრები უკვე ჩატარდა ბათუმში, თელავსა და გორში. მსგავსი შეხვედრა ზუგდიდშიც გაიმართება.

მათივე ცნობით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს. პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული ტრენერები რეგიონებში დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.

USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ელექტრონული სერვისების შესწავლაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა