ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა

ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მომხდარ ფაქტებზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და შეისწავლა უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები.

მათივე ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში არსებული შრომის პირობების შესასწავლად მზადყოფნა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტულმა ორგანიზაციამ გამოთქვა, რომელთა ნაწილმაც შესასრულებელი სამუშაოს გეგმა, ვადა და ბიუჯეტი უკვე წარმოადგინა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სამმხრივ კომისიაზე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ.

ცნობისთვის, ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საწარმო 5 აპრილს დაიხურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა