პერსონალური სახელმწიფო დაცვით სარგებლობა, სავარაუდოდ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც შეეზღუდება

პერსონალური სახელმწიფო დაცვით სარგებლობა, სავარაუდოდ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც შეეზღუდება. დღეს მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

მთავრობის ინიციატივით “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი, პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების გასვლიდან ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდება.

ამავე ცვლილებებით, იგივე წესი გავრცელდება პრეზიდენტზე, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნის და ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე.

ამასთან, პროექტის მიხედვით, ყოფილ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ, თუკი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა