სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებმა ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 95 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე დაესწრო.

ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი (BCT) კურსი გაიარეს. პროგრამა ანალოგიურია იმ მომზადების რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდება შეისწავლეს.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურის განმავლობაში სრულყოფილ მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები განახლებული პროგრამით 2016 წლის 29 ნოემბრიდან ემზადებიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებმა ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 95 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე დაესწრო.

ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი (BCT) კურსი გაიარეს. პროგრამა ანალოგიურია იმ მომზადების რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდება შეისწავლეს.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურის განმავლობაში სრულყოფილ მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები განახლებული პროგრამით 2016 წლის 29 ნოემბრიდან ემზადებიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია