საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეორე როტაცია დაიწყო

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-2 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიმართა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სწავლების მეორე ეტაპს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაივლის და წვრთნებს საბრძოლო მომზადების ცენტრი, აშშ-ის I კავალერიის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, JTEC-ისა და საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები და J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

სწავლება ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში ჩატარდება და ასეულის დონის საბრძოლო სროლებს, სიტუაციურ სწავლებასა და საველე გასვლას მოიცავს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მეორე როტაცია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

პროგრამას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საფუძველი 2017 წლის აგვისტოში ჩაეყარა და მისი მიზანი საქართველოს შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეორე როტაცია დაიწყო

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-2 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიმართა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სწავლების მეორე ეტაპს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაივლის და წვრთნებს საბრძოლო მომზადების ცენტრი, აშშ-ის I კავალერიის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, JTEC-ისა და საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები და J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

სწავლება ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში ჩატარდება და ასეულის დონის საბრძოლო სროლებს, სიტუაციურ სწავლებასა და საველე გასვლას მოიცავს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მეორე როტაცია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

პროგრამას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საფუძველი 2017 წლის აგვისტოში ჩაეყარა და მისი მიზანი საქართველოს შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია