ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრში ლიდერთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდო“- ში ლიდერთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს სიტყვით გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების შტაბის უფროსმა კაპიტანმა ვარდო ჯაჭვაძემ, ესტონეთის თავდაცვის ლიგის სკოლის უფროსმა ლეიტენანტმა ტანელ ვიკსმა მიმართეს, კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ლიდერობის პრინციპებს, სისტემური ანალიზის ხერხსა და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარს ერთი კვირის განმავლობაში ეუფლებოდნენ. კურსს ესტონეთის თავდაცვის ლიგის ესპერტთა ჯგუფის 4 ინსტრუქტორი უძღვებოდა.

„კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ შეძენილი ცოდნა ეფექტურად გამოიყენონ მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში, აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამასა და სამშვიდობო მისიებში.

მომავალში ლიდერთა კურსს საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცრები და სერჟანტები ჩაატარებენ და მას ესტონელი ექსპერტები დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა