მონღოლეთისა და საქართველოს კონკურენციის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მონღოლეთისა და საქართველოს კონკურენციის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და მონღოლეთის სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების თავმჯდომარემ, ბიამბასურენ ლხაგვამ ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს - საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი განვითარებისათვის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას, კონკურენციის სამართლის აღსრულებისა და კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, ხელმოწერამდე, ორი უწყების ხელმძღვანელმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია უწყებების მუშაობის შესახებ, მათი ისტორიის, სტრუქტურის, ძირითადი ამოცანებისა და გეგმების თაობაზე. მონღოლმა კოლეგამ ნოდარ ხადურს გააცნო ოფისის, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის (ე.წ. ქოლ-ცენტრის) მუშაობის სპეციფიკა.

ნოდარ ხადურმა ბიამბასურენ ლხაგვა 28-29 სექტემბერს, საქართველოში დაგეგმილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“ მოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა