ირაკლი კობახიძე - არ არის აუცილებელი, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით გადამხდელების ხარჯზე

ჩემი ინიციატივაა, რომ არ არის აუცილებელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით გადამხდელების ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექს პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ შესაცვლელია ეს და არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე ყოფილ პრემიერებზე და პრეზიდენტებზე. ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობაც, რომ არ არის სწორი ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირები სარგებლობდნენ მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო. კონკრეტული ადამიანები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა