თენგიზ ფხალაძე - საქართველო ქმნის შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რაც საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთში, კრინიცის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ეს კი, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში მოახერხა.

,,მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი უსრულდება. განვლილ გზას თუ შევაფასებთ, ეს წარმატებული ინიციატივაა, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოგვიტანა და მოგვცა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების შესაძლებლობა”, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, ახლა, როდესაც გვაქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, როდესაც სახეზეა შთამბეჭდავი შედეგები, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალი თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი უფრო ინტესიური გახდეს.

,,ესაა პროცესი, რომელიც მომგებიანია, როგორც საქართველოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის. საქართველო ქმნის შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის. მეტი ინიციატივა და გაბედული ნაბიჯები არის ის, რაც საერთო წარმატებას მოგვიტანს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა