ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემი შვილი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა

ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი ახლაც არ მეპარება, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარება, თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა“ , - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა