ექიმების ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ორივე მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს.

თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო დანაყოფში, სასროლეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევს შედეგად დაშავებული ორი ჯარისკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ვაზიანში არსებულ სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ჯარისკაცი ემსხვერპლა.

„პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მომხდარზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: როგორია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმების ინფორმაცია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო