ვაზიანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცი რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

ვაზიანში არსებულ სასროლეთის ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცი ვაჟა შათირიშვილი რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის ახლობლების ინფორმაცით, ვაჟა შათირიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეულში კონტრაქტით მსახურობდა. მას მეუღლე და სამი წლის შვილი დარჩა.

ვაჟა შათირიშვილი, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეულთან ერთად ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების გავლის მიზნით იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა. სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრანსპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა