შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია

შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს - გაფრთხილება და მაშველების რეკომენდაციები შავი ზღვისპირეთში მყოფ დამსვენებლებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა