კახა კალაძე - თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლატვიის გუნდთან შეხვედრის წინ გულშემატკივრებს მიმართა.

„ხვალ, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ ეს წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩაიცვან ნაკრების მაისურები და ქართული დროშა ააფრიალონ.

„მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი ვიდეომიმართვა უკავშირდება ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს" - კახა კალაძის განცხადება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა