ქართველი პიანისტი ნიკოლას ნამორაძე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ქართველი პიანისტი ნიკოლას ნამორაძე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ქართველი პიანისტი ნიკოლას ნამორაძე 2018 წლის ჰონენსის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. მან ფორტეპიანოსთვის განკუთვნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯილდო - 100 ათასი დოლარი და ხელოვნის განვითარების პროგრამა (500 ათასი დოლარი) მოიგო. ფინალში მან ტაივანელ ჰან ჩენსა და ამერიკელ ლეველინ სანჩეს-ვერნერს აჯობა.

„გასული ორი კვირის მანძილზე ჩვენმა ჟიურიმ და აუდიტორიამ უმაღლესი დონის მსოფლიო კლასის პიანისტებს მოუსმინა. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით მსურს მივულოცო გამარჯვებულს - ნიკოლას ნამორაძეს“, - განაცხადა კონკურსის მხატვრულმა დირექტორმა იონ კიმურა პარკერმა.

26 წლის ნიკოლას ნამორაძე თბილისში დაიბადა, ორი თვის ასაკში კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ბუდაპეშტში გადავიდა.