“ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს, ვახტანგ მახარობლიშვილს და სამინისტროს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში მიმდინარე სამუშაობთან დაკავშირებით, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლა იგეგმება, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს და ასევე, სამინისტროს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელს ზვიად გონაძეს იბარებს. “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, იკვეთება სამუშაოების დარღვევით შესრულება და ასევე, ნეპოტიზმი შესყიდვების პროცესში.

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737 000 ლარი სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ.N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის. როგორც ირკვევა, სამუშაოები დარღვევით შესრულდა. ასევე დგინდება, რომ არის ახლო ნათესაური კავშირი მინისტრის მოადგილეს ვახტან მახარობლიშვილსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ლენდ მარკ პროჯექტის“ 100%-იანი წილის მფლობელ ავთანდილ მახარობლიშვილს შორის, რაც მიუთითებს შესყიდვების ნეპოტისტურ ხასიათზე. ასევე ირკვევა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორჯერ შეიცვალა - პირველად, 2017 წლის 20 ოქტომბრამდე გადაიწია, ხოლო შემდგომ 2018 წლის 10 მარტამდე. შესრულებული სამუშაო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გრაფიკთან შედარებით 8-თვის დაგვიანებით ჩაიბარა.

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.

შესაბამისად, გთხოვთ უახლოეს ორ კვირაში, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, მობრძანდეთ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე. აგრეთვე, გთხოვთ, შეხვედრაზე გამოცხადდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი ზვიად გონაძე და მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი“, - ნათქვამია დავით ზალკალიანის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელსაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აწერს ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა