საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვევა

კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით 10 სექტემბერს, სეულში მიემგზავრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, 10-12 სექტემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრები გაიმართება ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ, ლი ჯუ-იონგთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, იუ სინგ-ჰისთან, საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანგ სოკ-ჰოსთან, მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, იუნ კვან-სუკთან და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუსთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომსა და კორეული კომპანია Samsung-ის საგამოფენო ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვევიან.

დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა