გია ვოლსკი - თუკი ლევან ყიფიანმა მართლაც დაუშვა ასეთი რამ, ვფიქრობ, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხია

თუკი ლევან ყიფიანმა მართლაც დაუშვა ასეთი რამ, ვფიქრობ, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხია, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია “იბერიის“ დათმობაზე ესაუბრება.

“კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ლევან ყიფიანი ამ თემაში საერთოდ მონაწილეობდა თუ არა და თუ მონაწილეობდა, ეს ჩადენილია თუ არა იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ მივყვებით. სად არის ახლა ლევან ყიფიანი, ესეც არის საკითხი! მე პრინციპულად ვუჭერ მხარს პოზიციას, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გამოხატა - გამორიცხულია, არ შეიძლება წლების განმავლობაში გადასახადის არგადახდაზე შეღავათი იყოს მიცემული. ის რომ ტელევიზია არსებობს, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან პრინციპულად უნდა გაიმიჯნოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

“რუსთავი2“-ს წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც მათი მტკიცებით, ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. “კურიერის“ ინფორმაციით, ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია "იბერიას" შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს