10 სექტემბერს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

10 სექტემბერს პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. უმრავლესობის წევრების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა პარტიის

პოლიტსაბჭოს ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით წარდგენილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას უკავშირდება.

პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ამასთან, როგორც “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უზრუნველყოფილი იქნება “ქართული ოცნების“ გუნდის სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

კითხვაზე, ექნება თუ არა ზურაბიშვილს ფინანსური მხარდაჭერა “ქართული ოცნებისგან“, კობახიძემ განმარტა, რომ პარტია ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიების ფარგლებში.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 16:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა