გიორგი ვოლსკი - "ქართულ ოცნებაშიც" ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპულია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს

"ქართულ ოცნებაშიც" ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპულია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი „არცთუ ისე დამოკიდებული ადამიანია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე“.

„ერთადერთი მხარდაჭერა, რაზეც დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან მკაფიოდ, არის ის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ჩვენი არგუმენტები. პირველ რიგში ის, რომ საქართველოში "ქართულ ოცნებას" საკმარისზე ბევრი ძალაუფლება აქვს, ვგულისხმობ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ქალაქების მმართველობებს მათ შორის. აქედან გამომდინარე სწორი დამოკიდებულება იქნება ის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ - დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არცთუ ისე დამოკიდებული ადამიანია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე და მათ შორის "ქართულ ოცნებაშიც" ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპულია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს. სწორედ ეს არის ამ გადაწყვეტილების ხიბლი. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობაც და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოებაც სწორად გაიგებს ჩვენს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, არსებობს საკონსტიტუციო მოთხოვნები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად სცილდება იმ დაპირებებს და განცხადებებს, რომელსაც მმართველი პარტიის ოპონენტები აკეთებენ და ეს ადამიანი სწორად ხედავს თავის როლს ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საკითხებთან მიმართებაში.

„უამრავი საკითხია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობებში შედის. ის, რომ დაპირისპირება შეიქმნას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, ეს არის ხალხის, საზოგადოების მოტყუება, რასაც სალომე ზურაბიშვილი არ კადრულობს და სწორს შვრება. მას აქვს სწორი ხედვა, როგორც საერთაშოროსო დონეზე, იყო გაეროს დესპანი საგანგებოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, აგრეთვე ნაკლებგასათვალისწინებელი არ არის თავად მისი ოჯახის ტრადიცია, რომელიც ზურაბიშვილს მოყვება, საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა საქართველოსთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა