ბარსელონაში მომღერალ შაკირასა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვასთან დაკავშირებით ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა“) დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის მომღერალი შაკირას და „ბარსელონას“ ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მისი ინფორმაციით, „გოგიტა“ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

„იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება - სამაგიეროს მათ „გოგიტა“ ასე უხდიდა“, - წერს გამოცემა Estrella Digital.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა