სომხეთში მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მთავრობის მეთაურს “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მამუკა ბახტაძეს სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა