მაიკ პენსი - მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გავიარო

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მზად არის სიცრუის დეტექტორზე გაიაროს შემოწმება, რათა დაამტკიცოს, რომ გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებული ანონიმური სტატიის ავტორი არ არის.

„მე ამ პროცედურას დაუყოვნებლივ დავთანხმდებოდი და მზად ვარ ნებისმიერი პროცედურა გავიარო“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა Fox News Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაიკ პენსმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმის თაობაზე გაიარონ თუ არა ადმინისტრაციის წევრებმა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.

„თუ სტატიის ავტორი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრია, მან ფიცი დაარღვია არა პრეზიდენტის, არამედ აშშ-ს კონსტიტუციის წინაშე“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის ავტორი, სავარაუდოდ, თეთრი სახლის მაღალი რანგის წევრი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის შიგნით წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, რომლის წევრები დონალდ ტრამპის ქმედებებს ეწინააღმდეგებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა