კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა

მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი, კაპიტალური გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის ბაზალტის ქვაფენილი იგება, რომელიც სავალი ნაწილის 1 500 კვ.მ ფართობს მოიცავს.

გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქუჩაზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა და 370 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელები იფუნქციონირებს.

ერისთავის I და II შესახვევში კაპიტალური გზა დღემდე არ არსებობდა და უამინდობის დროს მოსახლეობა შეუზღუდავად ვერ გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, ნიაღვარი, რომელიც ერისთავიდან ძლიერი წვიმების დროს მოედინებოდა მოძრაობას ადგილობრივებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, პარალელურ ქუჩაზეც აფერხებდა.

ქვაფენილის ახალი გზის მოწყობის სამუშაოები კოჯორში სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინიდს გამგეობის ბიუჯეტიდან 413 ათასი ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა