ირინა სამსონია - განათლების სფერო მუდმივ განახლებას და ცვლილებებს საჭიროებს

განათლების სფერო მუდმივ განახლებას და ცვლილებებს საჭიროებს, ზოგადად, წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდნენ მინისტრები, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია აცხადებს.

„მოგეხსენებათ, მუდმივად იყო რაღაცნაირი დაპირებები ძირეული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ეს ხორციელდებოდა ეპიზოდურად, ხშირად არათანმიმდევრულად და ვფიქრობ, დგება ეტაპი, როდესაც ცვლილება აუცილებელია, უბრალოდ სისტემა მოითხოვს ძირეულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს. განათლების სფერო მოგეხსენებათ ყველაზე დინამიური სფეროა, ამიტომ აქ არის საჭირო მასზე დაკვირვება, გარკვეული გადაწყვეტილებების გადახედვა, სისტემის განახლება მუდმივად საჭიროა, ეს ამ სფეროს სპეციფიკაა. ამდენად მიმაჩნია, რომ რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები, რომელიც წლების წინ მოხდა, ზოგჯერ შეიძლება თვითონვე იქცეს შემაფერხებელ ფაქტორად. შესაძლებელია იმ ეტაპზე ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია თავად იქცეს სისტემის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძირეული ცვლილებები გარკვეული პერიოდულობით ნამდვილად აუცილებელია“, - აცხადებს სამსონია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს