თამარ ჯაყელი - ეს გაბედული ნაბიჯია, ცვლილებები განათლების სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა

ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დროული გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც, იმის გამო, რომ უკვე კარგა ხანია ჩვენი სისტემა არის სტაგნაციაში, - ამის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი აცხადებს. მისი თქმით, იმ სტრუქტურით და მოცემულობით, რა მდგომარეობაშიც სისტემა იყო, რეალურად, ვერ ხერხდებოდა ზოგადი განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება.

„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ამ პირს, ამ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა, აქვს რა საკვირველია, თავისი წვლილი შეტანილი განათლების სიტემის განვითარებაში და მე პატივისცემით მოვიხსენიებ ყველას, უბრალოდ, საჭიროა სისტემის მთლიანი განახლება, პირველ რიგში - კონცეპტუალური თვალსაზრისით.

ყველა ის სტრატეგია, ის ბერკეტი, რომელიც აქამდე ჩვენს სისტემაში მოქმედებდა, ვერ აუმჯობესებდა განათლების ხარისხს. ვერ ხდებოდა სერიოზული, არსებითი ცვლილებების შეტანა საკლასო ოთახში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებები ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

სრულად ვეთანხმები მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. დიდი პრობლემა იყო იმ მხრივ, რომ სისტემაში არ იყო კონცეპტუალური ერთიანობა, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ძალისხმევა საერთო მიზნისკენ მიდიოდეს, სკოლა აბსოლუტურად იხლიჩებოდა. ამ მხრივ, იმედი მაქვს მდგომარეობა გამოსწორდება. უკვე იმდენად „გამკვრივებული“ იყო სიტუაცია, რომ ამის „გალღობას“ და „გადადნობას“, ეს ცვლილებები ნამდვილად სჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს გაბედული ნაბიჯია, რადგან დიდი ხანია უკვე ყველა გრძნობს ამას, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ბედავდა”, - ამბობს თამარ ჯაყელი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო