განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

განათლების სამინისტროს შენობასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და აბიტურიენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მოუწოდებენ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ ყურადღება დაუთმონ მათ პრობლემებს. ასევე, სტუდენტებმა აქციაზე მიიტანეს სპეციალური ჩანაწერი, რომელიც განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახავს, თუ რატომ მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით არსებული გადაწყვეტილებები.

ამასთან, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადეს, ის, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან, მათ პრობლემებს არ ცვლის. შესაბამისად, სტუდენტების განმარტებით, მათი მოთხოვნები უცვლელია, რომ უნივერსიტეტმა წელს პირველკურსელების მიღების უფლება მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს