ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის საგზაო რუკის შესახებ ისაუბრეს. ლინას ლინკევიჩუსმა, საგზაო რუკის შემუშავების პროცესში ლიეტუვას მხრიდან მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

საუბარი, ასევე, შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას. „ლიეტუვას და საქართველოს ბევრი მიმართულებით სამაგალითო ურთიერთობა აქვთ. ლიეტუვა ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, ისევე, როგორც ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ნამდვილად აღსანიშნავია ის, რომ ლიეტუვა საერთაშორისო არენაზე ყოველთვის ხაზს უსვამს ძალიან მტკიცე პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა ნამდვილად ინტენსიურია. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა