ირაკლი კობახიძე დღეს შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 11-14 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე შეხვედრას შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, დომინიკ დე ბუმანთან და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან გამართავს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ფრიბურგის უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის - „სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ - მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორთან მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კარლ ლორენცთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან, შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამდივნოს მეცნიერ-თანამშრომელთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, ფილიპე როესლესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კომპანია „CSL Behring AG”-ს დაათვალიერებს და დუალური განათლების წესით, პროფესიული განათლების მიღების პროცესში მყოფ შეგირდებს გაესაუბრება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა