მამუკა ბახტაძე - ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არის ჰუმანიტარული კატასტროფა

ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არის ჰუმანიტარული კატასტროფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ქვეყანაში ძლიერი ევროპული დემოკრატიისა და ძლიერი ეკონომიკის შექმნაა საჭირო.

„ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ დღეს. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც იმ ტერიტორიებზე ხდება - ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. მინდა შეგახსენოთ, რომ ომამდე ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა იყო 120 ათასი. ახლა არის 20 ათასი და აქედან 7 ათასი არის რუსეთის ჯარი. ასევე, ომამდე აფხაზეთის მოსახლეობა იყო 550 ათასი, ახლა 20 ათასს არ აღემატება. მაშასადამე, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული გამოწვევაა. ჩვენ ვცდილობთ გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა გვაქვს - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივის იდეა არის ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება იქნება.

„ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ ამ გზაზე. ჩვენ ილუზიები არ გვაქვს. ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე, თუმცა, მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე. იმისთვის, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შევძლოთ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპული დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება საკუთარი პოტენციალის რეალიზების შანსი. ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ორი ძირითადი წინაპირობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე - ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არის ჰუმანიტარული კატასტროფა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა