კვლევის მიხედვით, საქართველოში საწვავში დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა, როდესაც ევროპაშია - 10

საქართველოში საწვავში დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა, როდესაც ევროპაშია - 10, - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ისაუბრა პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილ კვლევაზე - „დიზელის როლი ჰაერის დაბინძურებაში".

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გავამახვილო ყურადღება პარლამენტის ახალ ფუნქციაზე, ეს არის საკომიტეტო მოკვლევები. ესაა თანამედროვე და ეფექტური მიდგომა, როდესაც პარლამენტი ინტერესდება გარკვეული საკითხით და ძირფესვიანად იწყება ამ საკითხის შესწავლა იმისთვის, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდეს გარკვეული ცვლილებები და რეგულაციების გატარება. პირველი საკითხი, რომელიც მოკვლევაში იყო წარდგენილი, ეხება საწვავის ხარისხს, ანუ ჰაერის დაბინძურებას ქალაქ თბილისში. ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იყო დიზელი.საქართველოში იმპორტირებული დიზელის შემცველობა იწვევს მავნე დაბინძურებას, პრობლემური საკითხია. შევისწავლეთ ეს საკითხი. ჩვენთან კანონმდებლობით დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა საწვავში, თუმცა ევროპის ქვეყნებში ესაა 10. ანუ დაახლოებით ათჯერ უფრო მეტია საქართველოში დაშვებული, ვიდრე ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, დაახლოებით 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს ცვლილება, რომ გოგირდის შემცველობა საწვავში საქართველოში 50 მილიგრამამდე ჩამოვიდეს, თუმცა იზორიას განცხადებით, კვლევის მიზანია, რომ პირდაპირ ევროპულ ხარისხზე გადასვლა მოხდეს და 10 მილიგრამი იყოს გათვალისწინებული, რადგან დიზელის გამონაბოლქვი სხვადასხვა, მათ შორის სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.

„კვლევაში რეკომენდაციებია გაწერილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზოგადად დიზელზეა, შესაბამისად, გვინდა, რომ წახალისება მოხდეს ჰიბრიდული, ელექტრო და მიკროავტობუსების. ასევე წახალისება უნდა ხდებოდეს მსუბუქ ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებზეც. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი მანქანებისთვის პარკირების გადასახადი უფრო ნაკლებია და ხელშეწყობა ხდება განბაჟების დროს", - განაცხადა იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა