ივანე მაჭავარიანი - ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი-ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია

ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტვირთებისა და საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურები ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ივანე მაჭავარიანმა დაათვალიერა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება. ასევე გაეცნო სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინარული კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაო პროცესს.

„ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა