სოციალურად დაუცველი მოზარდები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკში ისწავლიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისში საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკის გახსნას დაესწრო, რომელიც სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის მოეწყო და რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბანაკში 90 მოზარდი 3 იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს და მათ შორის იქნებიან ის მოზარდები, რომლებმაც ბანაკში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეძლეს.

„კარგია, რომ საქართველოში ეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო აკადემია, როგორიცაა ტურინის იუვენტუსის აკადემია. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ამ აკადემიაში ისწავლიან და ივარჯიშებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აკადემიის ფუნქციონირებას და ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. იტალიელი მწვრთნელები, მათთვის საინტერესო და გამორჩეულ მონაწილეებს, ბანაკის დასრულების შემდეგ სტაჟირებაზე მიიწვევენ იტალიაში.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტში ჩართული სოციალურად დაუცველი მოზარდები იტალიური საფეხბურთო გრანდის სავარჯიშო და სათამაშო ფილოსოფიას გაეცნობიან, მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან მოხდება და ბანაკის დახმარებით, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ წვდომა და ინფორმაცია, იმ მოთხოვნების და ხარისხის შესახებ, რომელიც დანერგილია იტალიურ გრანდში, რათა სამომავლოდ მათ ჰქონდეთ იმ ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობა, რომელზეც იტალიელი მწვრთნელები მითითებას მისცემენ.

პროექტს ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთი" ახორციელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს